---
title: "მუხლი 13. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/13"
law: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
article: "13"
identifier: "1775"
adopted: "2005-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/13

ლიცენზიის გამცემი: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს; გ) (ამოღებულია); დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა და ინფორმაციისა იმ ლიცენზიის თაობაზე, რომელიც გაიცემა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5647 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/14.md
