---
title: "მუხლი 15. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/15"
law: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
article: "15"
identifier: "1775"
adopted: "2005-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/15

1. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) ლიცენზიის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ლიცენზიის გამცემი გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/16.md
