---
title: "მუხლი 16. საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/16"
law: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
article: "16"
identifier: "1775"
adopted: "2005-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/16

1. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

2. ლიცენზიის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობის მიღების შემდეგ.

3. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სალიცენზიო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

4. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სალიცენზიო მოწმობა.

5. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/16-1.md
