---
title: "მუხლი 37. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/37"
law: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
article: "37"
identifier: "1775"
adopted: "2005-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/37

1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით დადგენილ ვადებში ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიუღებლობა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობაზე გადაყვანას 6 თვის ვადით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.

4. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-18 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაუყოვნებლივ გაცემაზე უარის თქმა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის გაფრთხილებას. აღნიშნული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას.

5. დაუშვებელია თანამდებობის პირის დანიშვნა იმავე თანამდებობაზე, რომლიდანაც გათავისუფლდა ამ მუხლში მითითებული საფუძვლებით. ასევე დაუშვებელია ამ პირის დანიშვნა გათავისუფლებული თანამდებობის შინაარსისა და ფუნქციის მქონე სხვა თანამდებობაზე. კარი V . გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XI. გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/38.md
