---
title: "მუხლი 38¹. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემის გარდამავალი რეგულირება — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/38-1"
law: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
article: "38^1"
identifier: "1775"
adopted: "2005-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38¹. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემის გარდამავალი რეგულირება — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, მუხლი 38¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/38-1

I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მქონე აფთიაქი არ საჭიროებს ამ კანონის 24-ე მუხლის 46-ე პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ხელახალი ნებართვის აღებას. შესაბამისი ნებართვის გამცემი ვალდებულია, I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მქონე აფთიაქის მიმართვის შემთხვევაში უფასოდ უზრუნველყოს სანებართვო ფორმის შეცვლა სათანადო ნებართვით. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1589 - სსმ I, №26, 27.08.2009 წ., მუხ.152

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/38-2.md
