---
title: "მუხლი 4. დამატებითი ლიცენზიისა და ნებართვის შემოღების დაუშვებლობა — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/4"
law: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
article: "4"
identifier: "1775"
adopted: "2005-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. დამატებითი ლიცენზიისა და ნებართვის შემოღების დაუშვებლობა — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/4

1. ლიცენზირებადი საქმიანობის და სანებართვო ქმედების სფეროების ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს განსაზღვრავს ეს კანონი. დაუშვებელია სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტით ლიცენზიისა და ნებართვის შემოღება ამ კანონით გაუთვალისწინებელ საქმიანობასა და ქმედებაზე.

2. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ისეთი ვალდებულების შემოღება, რომელიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე ან ქმედებაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის დაწესებას ან რაიმე სახით ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის აუცილებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/5.md
