---
title: "მუხლი 40. ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოებისა და გაცემის წესის გარდამავალი რეგულირება — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/40"
law: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
article: "40"
identifier: "1775"
adopted: "2005-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოებისა და გაცემის წესის გარდამავალი რეგულირება — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/40

1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოები, გაცემის წესი და პირობები ამ კანონის შესაბამისად დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. თუ საქმიანობის ან ქმედების სალიცენზიო ან სანებართვო პირობები განისაზღვრება საკანონმდებლო აქტით, ლიცენზია ან ნებართვა გაიცემა ამ საკანონმდებლო აქტით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში.

3. თუ ამ კანონით განისაზღვრა ისეთი ლიცენზიის ან ნებართვის სახე, რომლის დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო აქტით, ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე სალიცენზიო ან სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/41.md
