---
title: "მუხლი 42¹. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებული ურთიერთობების დროებითი სამართლებრივი რეგულირება — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/42-1"
law: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
article: "42^1"
identifier: "1775"
adopted: "2005-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42¹. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებული ურთიერთობების დროებითი სამართლებრივი რეგულირება — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, მუხლი 42¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/42-1

1. 2010 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის და თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიებზე.

2. 2008 წლის 1 დეკემბრამდე გარე რეკლამის განთავსებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია გაგრძელდეს ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონის 26 1 მუხლის შესაბამისად ჩატარებული პირველი აუქციონის შედეგად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადით. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1177 - სსმ I, №12, 29.06.2009 წ., მუხ.51

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/26824-litsenziebisa-da-nebartvebis-shesakheb/42-2.md
