---
title: "მუხლი 1. კანონის მიზნები — რეგულირების საფასურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/1"
law: "რეგულირების საფასურის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 27130"
adopted: "2005-07-01"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზნები — რეგულირების საფასურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეგულირების საფასურის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროს – რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს აღნიშნული ორგანოებისათვის დაფინანსების სხვა წყაროს არსებობას.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №490 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1590 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/2.md
