---
title: "მუხლი 3. რეგულირების საფასურის ცნება — რეგულირების საფასურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/3"
law: "რეგულირების საფასურის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 27130"
adopted: "2005-07-01"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. რეგულირების საფასურის ცნება — რეგულირების საფასურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეგულირების საფასურის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/3

1. რეგულირების საფასური არის ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების  ერთ-ერთი წყარო და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.

2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის დანართით.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №490 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1590 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №851 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/4.md
