---
title: "მუხლი 4. რეგულირების საფასურის გადამხდელები — რეგულირების საფასურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/4"
law: "რეგულირების საფასურის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 27130"
adopted: "2005-07-01"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. რეგულირების საფასურის გადამხდელები — რეგულირების საფასურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეგულირების საფასურის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/4

1. რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ:
ა) შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნე ბ რივი რესურსებით სარგებლობას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის  განკარგვას;
დ) აკვაკულტურის ნებართვისადმი დაქვემდებარებულ აკვაკულტურის საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობენ ბუნებრივი რესურსებით.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულ იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისგან.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6411 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/5.md
