---
title: "მუხლი 7. რეგულირების საფასურის გადამხდელთა პასუხისმგებლობა — რეგულირების საფასურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/7"
law: "რეგულირების საფასურის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 27130"
adopted: "2005-07-01"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. რეგულირების საფასურის გადამხდელთა პასუხისმგებლობა — რეგულირების საფასურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეგულირების საფასურის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/7

რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების შესრულება.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
თავი II 1 . გარდამავალი დებულებანი
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №851 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27130-regulirebis-sapasuris-shesakheb/7-1.md
