---
title: "მუხლი 10. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/10"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 27202"
adopted: "2005-07-08"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/10

იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებებია: ა) მიიღოს მოიჯარის განცხადება საიჯარო მიწის პრივატიზების თაობაზე; ბ) განცხადების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გაეცნოს მოიჯარისა და საიჯარო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. დოკუმენტაციის სისწორის შემთხვევაში და გამოსასყიდი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენისთანავე გასცეს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში გასცეს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი და დადოს იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციისათვის; გ) უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილების საჯაროობა. დ) (ამოღებულია). საქართველოს 2007 წლის 2 6 ოქტომბრ ის კანონი № 5425 - სსმ I, № 38 , 14 .

11 .2007 წ., მუხ. 367

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/11.md
