---
title: "მუხლი 11. იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასაყიდი ფასი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/11"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 27202"
adopted: "2005-07-08"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასაყიდი ფასი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/11

იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესასყიდი ფასი ტოლია გამოსყიდვის თაობაზე განცხადების წარდგენის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ათმაგი ოდენობისა. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები ან/და მრავალწლიანი ნარგავები, მაშინ მიწის ფასს დაემატება კანონმდებლობით დადგენილი მათი ღირებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/12.md
