---
title: "მუხლი 15. სპეციალურ და ღია აუქციონებზე გატანილი მიწის ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/15"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 27202"
adopted: "2005-07-08"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. სპეციალურ და ღია აუქციონებზე გატანილი მიწის ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/15

1. სპეციალურ აუქციონზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი ტოლია აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ორმაგი ოდენობისა.

2. ღია აუქციონზე გასაყიდი იჯარით გაუცემელი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი ტოლია აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ორმაგი ოდენობისა. ღია აუქციონზე გასაყიდი ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი ტოლია აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ათმაგი ოდენობისა.

3. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები ან/და მრავალწლიანი ნარგავები, მაშინ სპეციალურ და ღია აუქციონებზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის საწყის ფასს დაემატება კანონმდებლობით დადგენილი მათი ღირებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/15-1.md
