---
title: "მუხლი 18. გარდამავალი დებულებანი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/18"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 27202"
adopted: "2005-07-08"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. გარდამავალი დებულებანი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/18

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხები მოხმარდეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას ამ კანონით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებისათვის უზრუნველყოს დამატებითი საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვა.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა) დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“; ბ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა; გ) საჯარო რეესტრში წარსადგენი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა; დ) იპოთეკის ხელშეკრულების ტიპური ფორმა.

4. ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2005 წლის ბოლომდე გადაიხედოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებულ ორგანიზაციებთან დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებები და საჭიროებისამებრ პრეზიდენტის ბრძანებულებით მოხდეს მათი გაუქმება.

5. ამ კანონის საფუძველზე განხორციელებულ სანივთო ურთიერთობებზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 289-ე მუხლებით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობისათვის სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის არსებობის აუცილებლობა. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრ ის კანონი №3877 - სსმ I, № 4 8, 22. 1 2.200 6 წ., მუხ. 3 19 თავი VI დასკვნითი დებულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/19.md
