---
title: "მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადება — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/4"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 27202"
adopted: "2005-07-08"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადება — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/4

1. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლის საფუძველზე: ა) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ცხადდება ეკლესიის საკუთრებად; ბ) ეკლესიას უფლება აქვს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე საკუთრებაში მიიღოს იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/4-1.md
