---
title: "მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/6"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 27202"
adopted: "2005-07-08"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/6

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. იჯარით გაუცემელი ან/და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, აგრეთვე კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. (ამოღებულია).

3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების თაობაზე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრ ის კანონი №3877 - სსმ I, № 4 8, 22. 1 2.200 6 წ., მუხ. 3 19 საქართველოს 2007 წლის 2 6 ოქტომბრ ის კანონი № 5425 - სსმ I, № 38 , 14 .

11 .2007 წ., მუხ. 367 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრ ის კანონი № 1943 - სსმ I, №3 5 , 19 .

11 .200 9 წ., მუხ. 248

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27202-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwi/7.md
