---
title: "მუხლი 1 — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2724305-bunebrivi-resursebit-sargeblobis-litsenziis-mplobelebis-mier-salitsenz/1"
law: "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 2724305"
adopted: "2015-02-18"
consolidated_as_of: "2015-02-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2015-02-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2015-02-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2724305-bunebrivi-resursebit-sargeblobis-litsenziis-mplobelebis-mier-salitsenz/1

1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) 
	„ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N1);
ბ) 
	„სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N2);
გ) 
	„თევზჭერის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N3);
დ) 
	„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით  ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N4).

2. ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის შემთხვევაში, სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიში უნდა მოიცავდეს როგორც N1, ასევე, N2 დანართებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2724305-bunebrivi-resursebit-sargeblobis-litsenziis-mplobelebis-mier-salitsenz/2.md
