---
title: "მუხლი 10. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/10"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/10

კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლებია: ა) მონაცემები ფაქტებისა და მოვლენების (ან მათი ნიშნების) შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან რომლებსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; ბ) მონაცემები უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ან უცხო ქვეყნის წარმომადგენლობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მომზადებასთან ან განხორციელებასთან, ან არსებობს საფუძველი ასეთი ვარაუდისათვის; გ) მონაცემები საქართველოს პირის შესახებ, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან. თავი III. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების წესები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/11.md
