---
title: "მუხლი 11. კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესი — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/11"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესი — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/11

1. საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დაშვებულ შემთხვევებში ცალკეულ პირთა მიმართ, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ეროვნებისა, სქესისა, თანამდებობრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობისა, რელიგიური აღმსარებლობისა და პოლიტიკური მრწამსისა, შესაძლოა განხორციელდეს კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები.

2. ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები ხორციელდება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში და, როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/12.md
