---
title: "მუხლი 14⁵. ზედამხედველი მოსამართლის მიერ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების კონტროლი — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-5"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "14^5"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14⁵. ზედამხედველი მოსამართლის მიერ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების კონტროლი — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 14⁵ (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-5

1. ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, სპეციალურ სამსახურს მოსთხოვოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციისა და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის წარდგენა. მიღებულ ინფორმაციას ზედამხედველი მოსამართლე განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეწყვეტის შესახებ, თუ იგი მიიჩნევს, რომ არსებობს ამ კანონის 14 4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულების შემდეგ ზედამხედველ მოსამართლეს წარედგინება ანგარიში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შესახებ და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი შესაბამისი ოქმის ეგზემპლარი. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-6.md
