---
title: "მუხლი 14⁹. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურება — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-9"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "14^9"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14⁹. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურება — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 14⁹ (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-9

1. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რომელსაც აღარ აქვს ღირებულება ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად და არ უნდა გადაეცეს უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, ანადგურებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი ზედამხედველი მოსამართლის თანდასწრებით. ამ ინფორმაციის განადგურების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ზედამხედველი მოსამართლე და სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს ოქმი გადაეცემა ზედამხედველ მოსამართლეს.

2. სპეციალური სამსახური ვალდებულია დადგენილი პერიოდულობით შეამოწმოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ღირებულება ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/15.md
