---
title: "მუხლი 15. შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/15"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/15

1. სპეციალური სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით განახორციელოს ელექტრონული თვალთვალი, რომელიც მიმართულია კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვებისკენ.

2. ასეთი სახის თვალთვალის ვადაა არა უმეტეს 90 დღისა. ვადის გაგრძელება ხდება იმავე პროცედურით, როგორითაც პირველადი უფლების მიღება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/16.md
