---
title: "მუხლი 20. სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/20"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/20

1. სპეციალური სამსახურების თანამშრომლებზე ვრცელდება იმ სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის და სპეციალური სამსახურის კანონიერ მოქმედებაში, გარდა კანონით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.

3. სახელმწიფო დაწესებულებისა და სამხედრო ნაწილის თანამდებობის პირი კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიების ჩატარებისას ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს სპეციალურ სამსახურს.

4. სპეციალური სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/19-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/21.md
