---
title: "მუხლი 24. საპარლამენტო კონტროლი — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/24"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საპარლამენტო კონტროლი — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/24

1. საქართველოს პარლამენტი კონტრდაზვერვით საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.

2. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კანონით დაცული ინფორმაცია კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ შეიძლება მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3896 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/25.md
