---
title: "მუხლი 5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპები — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/5"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპები — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/5

1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების განუხრელი დაცვა, პიროვნების ღირსების პატივისცემა; გ) კონსპირაციის წესების დაცვა; დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის მართვის ცენტრალიზაცია და ერთიანობა.

2. კონტრდაზვერვითი საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო და ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით და იგი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. (ამოღებულია - 22.03.2017, №477). საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/6.md
