---
title: "მუხლი 7. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურები — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/7"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურები — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/7

1. კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

2. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

3. სპეციალური სამსახურები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მაკოორდინირებელ სპეციალურ სამსახურს წარუდგინონ ნებისმიერი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებთან.

4. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს: ა) ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესს; ბ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესს, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრული ნუსხა და მათი წარდგენის წესი. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1158 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3935 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/8.md
