---
title: "მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/1"
law: "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 2742276"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2015-02-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2015-02-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2015-02-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ.

421) 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
