---
title: "მუხლი 2 — ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/2"
law: "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 2742276"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2015-02-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2015-02-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2015-02-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/2

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისაგან და საურავისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/3.md
