---
title: "მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/3"
law: "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 2742276"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2015-02-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2015-02-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2015-02-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სახდელისაგან და საურავისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსათვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2742276-administratsiuli-sakhdelisagan-gatavisuplebis-shesakheb/4.md
