---
title: "მუხლი 11. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების წესი — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/11"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "11"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების წესი — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/11

1. ინფორმაციის დასაიდუმლოების საფუძველია მისი სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხასთან შესაბამისობა.

2. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების აუცილებლობის დასაბუთება, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევალება სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელმაც ეს ინფორმაცია შეიმუშავა ან განსახილველად ან/და შესანახად მიიღო.

3. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტენ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირები.

4. მიღებული (შემუშავებული) ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან იდენტიფიკაციის შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული (შემუშავებული) ინფორმაციის წინასწარ დასაიდუმლოება საიდუმლოობის მოსალოდნელი ხარისხის გათვალისწინებით და 1 კვირის ვადაში თავისი წინადადება საექსპერტო შეფასებისათვის წარუდგინოს საქართველოს მთავრობას, რომელიც 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხაში ცვლილების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/12.md
