---
title: "მუხლი 12. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმება — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/12"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "12"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმება — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/12

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის დამსაიდუმლოებელ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის ზემდგომ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოტივირებული მითითებით:
ა) გააუქმოს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება;
ბ) შეცვალოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი.

2. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს აგრეთვე სასამართლოს.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/13.md
