---
title: "მუხლი 15. ინფორმაციის დასაიდუმლოების/განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/15"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "15"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ინფორმაციის დასაიდუმლოების/განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/15

1. სახელმწიფო ორგანოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, ინფორმაციის დასაიდუმლოების/განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო ორგანოს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ინფორმაციის შემცველზე საიდუმლოობის გრიფის აღმნიშვნელ უფლებამოსილ პირს მიმართონ მოტივირებული წინადადებით ამ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. ეს უფლებამოსილი პირი განიხილავს წინადადებას და 1 თვის ვადაში პასუხს აცნობებს ინიციატორს.

3. სახელმწიფო ორგანო, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უფლებამოსილ პირს/დაწესებულებას ისეთი ფორმით მიაწოდონ, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს.
თავი IV
სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/16.md
