---
title: "მუხლი 16. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველი — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/16"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "16"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველი — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/16

1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველია:
ა) საქართველოს მიერ იმ ინფორმაციის ღიად გაცვლის შესახებ საერთაშორისო ვალდებულების აღება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა;
ბ) ობიექტური გარემოების შეცვლა, რის გამოც საჭირო აღარ არის იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა;
გ) ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლა;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება;
ე) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ.

2. სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელიც ახდენს ინფორმაციის დასაიდუმლოებას, ვალდებულია მისი დასაიდუმლოების შესახებ მონაცემები ყოველწლიურად გადასინჯოს, რათა კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეფასდეს ინფორმაციის საიდუმლოობის აუცილებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/17.md
