---
title: "მუხლი 19¹. სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების − ნებართვის კატეგორიები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/19-1"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "19^1"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19¹. სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების − ნებართვის კატეგორიები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 19¹ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/19-1

სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) I კატეგორია − გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას;
ბ) II კატეგორია − გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას;
გ) III კატეგორია − გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/20.md
