---
title: "მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/2"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "2"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/2

1. ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს.

2. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება არ ვრცელდება კომერციული და საბანკო საიდუმლოებების, საიდუმლო საფინანსო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საგამომგონებლო და სხვა საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, თუ ეს ინფორმაცია იმავე დროს სახელმწიფო საიდუმლოება არ არის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/2-1.md
