---
title: "მუხლი 22. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურა — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/22"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "22"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურა — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/22

1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, ამ კანონით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა, შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირის თანხმობით.

3. შემოწმების პროცედურის ჩატარების დროს დგინდება ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა ან არარსებობა.

4. შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი ორგანოს დასკვნის გათვალისწინება სავალდებულოა იმ უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის შესახებ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/22-1.md
