---
title: "მუხლი 23. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/23"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "23"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/23

1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება შესაძლოა გაუქმდეს:
ა) ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შექმნის ან გამოვლენის შემთხვევაში;

1¹. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება უქმდება ამ კანონის 22
1
მუხლით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლისას.
ბ) პირის სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თანამდებობის პირი/ორგანო, რომელსაც აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/22-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/24.md
