---
title: "მუხლი 24. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირის ვალდებულებები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/24"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "24"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირის ვალდებულებები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/24

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირი ვალდებულია:
ა) არ გაამჟღავნოს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა;
ბ) შეასრულოს „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნები;
გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაში.
თავი VI
სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/25.md
