---
title: "მუხლი 26. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ძირითადი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/26"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "26"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ძირითადი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/26

სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დგინდება:
ა) სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისადმი მოპყრობის მიმართ ერთიანი მოთხოვნები;
ბ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების წესი და მისი საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი/ საიდუმლოობის რეჟიმი;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების წესი;
დ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების, სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ან სხვა გზით გავრცელების შეზღუდვის წესი;
ე) ელექტრონული ფორმით არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობის წესი;
ვ) თავისი საქმიანობით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიმართ სახელმწიფო ორგანოთა მიერ სასამართლო, საზედამხედველო, საკონტროლო-სარევიზიო და სხვა ფუნქციების შესრულების სპეციალური წესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/27.md
