---
title: "მუხლი 27. ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/27"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "27"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/27

1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ისეთი ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა, რომელსაც აქვს პროგრამული და ტექნიკური დაცვის სათანადო საშუალებები.

2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული ფორმით მოპყრობისათვის შექმნილი კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემის გამოყენების ნებართვას გასცემს და მის გამოყენებას ამ ინფორმაციის გაცნობის გარეშე აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/28.md
