---
title: "მუხლი 28. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/28"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "28"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/28

1. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დააწესოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მუდმივი კონტროლი.

2. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელ ორგანოს, რომელიც იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, უფლება აქვს, გააკონტროლოს ამ ინფორმაციის დაცვის მდგომარეობა.

3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია გააკონტროლოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა ყველა ორგანოში, რომლებსაც მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება ან სადაც არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
თავი VII
სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემისა და გამოქვეყნების შეზღუდვა, ამ ინფორმაციის გაცნობა და გადაცემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/29.md
