---
title: "მუხლი 29. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ან/და გადაცემა — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/29"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "29"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ან/და გადაცემა — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/29

1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), სადაც ინახება ეს ინფორმაცია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის თანხმობით.

2. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გასცემს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა წერილობითი თანხმობით.

3. სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელიც მიიღებს ან/და შეიმუშავებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ვალდებულია მის დასაცავად შექმნას და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პირობა. უფლებამოსილი პირი პერსონალურად აგებს პასუხს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფისათვის.

4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე იურიდიულ პირს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/30.md
