---
title: "მუხლი 37. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურა — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/37"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "37"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურა — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/37

1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას 1 თვის ვადაში ატარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს შესაბამისი სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებებიდან მის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირის თანხმობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/38.md
