---
title: "მუხლი 38. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირის ვალდებულებები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/38"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "38"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირის ვალდებულებები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/38

ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია:
ა) არ გაამჟღავნოს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა;
ბ) შეასრულოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/39.md
