---
title: "მუხლი 41². ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კონტროლი და მართვა — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-2"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "41^2"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41². ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კონტროლი და მართვა — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 41² (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-2

1. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველსაყოფად საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური რეგისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და სხვა დაწესებულებაში/ორგანოში შექმნილი ქვერეგისტრებისგან.

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ცენტრალური რეგისტრი და ქვერეგისტრები იქმნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით, ხოლო სხვა დაწესებულებაში/ორგანოში ქვერეგისტრები იქმნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-3.md
