---
title: "მუხლი 41³. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაცია — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-3"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "41^3"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41³. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაცია — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 41³ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-3

1. საქართველოს საიდუმლოობის გრიფებსა და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეებს შორის დადგენილია შემდეგი შესაბამისობა:
ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ – TRES SECRET UE/EU TOP SECRET;
ბ) „სრულიად საიდუმლო“ – SECRET UE/EU SECRET;
გ) „საიდუმლო“ – CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL;
დ) „შეზღუდული სარგებლობისათვის“ – RESTREINT UE/EU RESTRICTED.

2. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციას უნდა ჰქონდეს ევროკავშირის მხარის მიერ მინიჭებული საიდუმლოობის გრიფი.

3. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეების შეცვლა ევროკავშირის მხარის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-4.md
