---
title: "მუხლი 41⁵. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირის ვალდებულებები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-5"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "41^5"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41⁵. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირის ვალდებულებები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 41⁵ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-5

ევროკავშირის საიდუმლო  ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია:
ა) არ გაამჟღავნოს ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა;
ბ) შეასრულოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლის ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვაში.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/41-6.md
