---
title: "მუხლი 8. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების პრინციპები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/8"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "8"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების პრინციპები — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/8

1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოება ხდება კანონიერების, დასაბუთებულობისა და დროულობის პრინციპების შესაბამისად.

2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების კანონიერება განისაზღვრება ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების დასაბუთებულობა განისაზღვრება ამ ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხასთან შესაბამისობის დადგენით.

4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების დროულობა განისაზღვრება ამ ინფორმაციის გავრცელების მისი მიღების (შემუშავების) მომენტიდან შეზღუდვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/9.md
